სასწავლო პროექტის გეგმა

  1. პროექტის სახელწოდება: ჩემი ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები
  2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით: ჩვენს ქალაქში ბევრი საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილია. კარგი იქნება თუ მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დაათვალიერებენ მას და მეტ ინფორმაციას მიიღებენ ქალაქის შესახებ და მთელი ამ პროექტის მსვლელობისას ისაუბრებენ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს სჭირდებათ ინფორმაციის მიღება და ცოდნის განმტკიცება არაფორმალური განათლების საშუალებით. ეს დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი თვალით ნახონ ქალაქის ღირსშესანიშნაობები, დასვან კითხვები, გადაიღონ ფოტოები. ქალაქი ზუგდიდი კიდევ უფრო ლამაზად და საინტერესოდ წარმოჩინდება
  4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია დამოუკიდებლად სხვადასხვა წიგნებში, მასწავლებლის მიერ მითითებულ ინტერნეტ სივრცეში. ისწავლონ და განამტკიცონ კითხვის დასმის უნარი. მიიღონ ახალი ინფორმაცია ქალაქის შესახებ, გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნა, გაიმდიდრონ ლექსიკა
  5. მოსწავლეთა ასაკი: 11-12/ მე-5 კლასი
  6. ვადების ხანგრძლივობა: ორი საგაკვეთილო პროცესი 90 წთ
  7. მოსალოდნელი შედეგები: პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გააკეთებენ პრეზენტაციას მათ მიერ გადაღებული ფოტოსურათებითა და საქნტერესო ინფორმაციით. მასწავლებელთან ერთად შექმნიან ახალ სასწავლო რესურსს- სახალისო ვიქტორინას სხვადასხვა ტიპის შეკითხვებით. ეს დაეხმარება სხვა კლასის მოსწავლეებს ახალი მასალის განმტკიცების დროს,  იგივე თემის განხილვისას
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ფორმატები, ფერადი მარკერები, კომპიუტერი 
  9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები): პროექტის განხორციელებამდე მოსწავლეები მასწავლებლის დავალებით იძიებენ ინფორმაციას ქალაქ ზუგდიდის შესახებ, უზიარებენ ერთმანეთს მოძიებულ მასალას და ამის შემდეგ მასწავლებლის დახმარებით შეიმუშავებენ კითხვებს, რომლებსაც დაუსვამენ ექსკურსიის წინამძღოლს. მოასწავლეები მასწავლებელთან ერთად აგვარებენ საორგანიზაციო საკითხებს. ტრანსპორტი, უსაფრთხო მგზავრობა, თაბახის ფურცლები, საწერკალმები. ფუნქციები გადანაწილდება მოსწავლეებზე
  10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.დ.V.20. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., ზეიმის მოწყობა, გენეალოგიური ხის შედგენა, ზღაპრის დადგმა და სხვა). შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 
  •  მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს; 
  •  გუნდის წევრებთან, მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს; 
  •  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს; 
  •  გუნდში ასრულებს მისთვის მიკუთვნებულ ფუნქციას; 
  •  მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს; 
  •  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას; მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს
11. პროექტის ხელმძღვანელი, მასწავლებელი: ქრისტინა ნაჭყებია
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: nachkebia.kristina@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი, ბლოგი: ChristinaNachkebia.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий